“დამოუკიდებლობა თავისუფლებისაკენ – რესპუბლიკის 100 წელი” – კამპანიის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი მარნეულსაც ეწვევა
“დამოუკიდებლობა თავისუფლებისაკენ – რესპუბლიკის 100 წელი” – ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მარნეულსაც ეწვევა.
კამპანიის მიზანი სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა.
გიორგი მარგველაშვილი 26 თებერვალს, 13:30 საათზე, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზოგადოების დაინტერესებულ წარმომადგენლებს შეხვდება და კამპანიის მიზნებს გააცნობს.
2018 წელი პრეზიდენტმა თავისუფლების წლად გამოაცხადა. აღნიშნული კამპანიის პირველი შეხვედრა 20 თებერვალს დაიწყო.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments